უბედური შემთხვევა გუდაურში

2019-06-01 18:37:30

გუდაურში, ლუდის ხეობაში უბედურ შემთხვევას ფილიპინელი ტურისტი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, 21 წლის ი.ნ. და ფილიპინების მოქალაქე პარაპლანით გუდაურიდან გადმოფრინდნენ, ლუდის ხეობაში მართვა დაკარგეს და მდინარე არაგვში ჩავარდნენ. შემთხვევის შედეგად ფილიპინელი ტურისტი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სმართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.