გამოფენა ისტორიულ მუზეუმში [photo]

2019-06-01 17:50:56

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 110 ბავშვის, 110 ნამუშევრის გამოფენა მოეწყო.

გამოფენის მონაწილე ბავშვები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

"შესანიშნავი ექსპოზიცია შედგა, გამოფენა შესანიშნავი გამოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რადგან არიან სკოლების და სამხატვრო სტუდიების წარმომადგენლები, რომლებიც კარგად ხატავენ და მნიშვნელოვანია ერთმანეთის ნახატებიც ნახონ და გაიცნონ. ეს მუზეუმში დათვალიერების ტოლფასია, მათი სოფმხედველობა მაღლდება და უფრო მეტად მობილიზებულები იქნებიან და სტიმულიც ექნებათ", - განაცხადა გამოფენის ორგანიზატორმა ნატალია ჩხარტიშვილმა.

ბავშვების ნამუშევრებს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუაც გაეცნო.