24 წლის მამაკაცს ეძებენ

2019-06-01 13:07:41

რაჭაში, სოფელ ურავში 24 წლის ნიკო ჯელაძეს ეძებენ.

"ინფო რუსთავს" დაკარგული მამაკაცის ნათესავმა განუცხადა რომ - "ნიკო ტყეში წავიდა სოკოს საკრეფად, ასე მიდიოდა ხოლმე და 2-3 დღეში ყოველთვის ბრუნდებოდა, თუმცა ახლა უკვა 10 დღე გავიდა და არსად ჩანს. ამ დრომდე მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები".

არსებული ინფორმაციით მამაკაცი ტყეში ცხენით და ძაღლით წავიდა, ცხოველები რამდენიმე დღეში უკან, სახლში ნიკოს გარეშე დაბრუნდნენ. ადგილობრივებმა ასევე მიაგნეს იმ ლოკაციას სადაც ნიკო იმყოფებოდა, ტყეში ნახეს მამაკაცის პირადი ნივთებიც.

ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, რომელიც მამაკაცის მოძებნაში, ან მისი ადგილმდებარეობის დადგენაში დაეხმარება ოჯახს დაუყოვნებლივ აცნობეთ პოლიციას, დარეკეთ 112-ში.