რუსთავის #20 ბაღში 2 ჯგუფი გაიხნა

2019-06-01 12:35:01

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების #20 ფილიალში, საზეიმო ვითარებაში, ორი სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნა.

აღნიშნული ჯგუფების რეაბილიტაცია 2019 წელს დაიგეგმა და განხორციელდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა როგორც სააღმზრდელო ჯგუფებს, ასევე საძინებლებს, სამზარეულოსა და სველ წერტილებს.

ჯგუფების გახსნის შედეგად, ბაღს 80 ბავშვის მიღების საშუალება ექნება.

"ეს პროცესი რუსთავის ბაღებში უკვე დიდი ხანია დაწყებულია, რაც გულისხმობს გაუხსნელი, გასარემონტებელი ჯგუფებისა და აუთვისებელი რესურსის ათვისებას და რეაბილიტაციას. ამ მომენტისთვის კიდევ ერთ-ერთ ფილიალში მიმდინარეობს სააღმზრდელო ჯგუფების დამატება. ამ ჯგუფების გარემონტებამ მოგვცა საშუალება, რომ რუსთავის ბაღებში 3-დან 6 წლამდე ბავშვები უკვე განცხადების საფუძველზე მივიღოთ"- განაცხადა რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა

ფილიალში სულ 6 ჯგუფი იფუნქციონირებს და 230 ბავშვისთვის იქნება გათვლილი.