"ერთგული მეგობრები"

2019-06-01 12:04:06

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, გასართობ ცენტრ დისნეის სამყაროში თოჯინების სპექტაკლი "ერთგული მეგობრები" გაიმართა.

გასართობმა ცენტრმა 100-მდე ბავშვს უმასპინძლა.

"დღეს არის 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და დისნეის სამყარომ გადაწყვიტა, რომ სპექტაკლი "ერთგული მეგობრები" გაემართა მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის და შშმ პირებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ აქციებს და ხშირად იქნება, არა მხოლოდ ბავშვთა დაცვის დღეს"- განაცხადა დისნეის სამყაროს ხელმძღვანელმა შოთიკო ნოზაძემ