მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-05-31 23:54:37

1 ივნისს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში შესაძლოა +30, +35, სანაპირო რაიონებში +25, +30, მთაში +27, +32, მაღალმთაში +22, +27 გრადუსამდე მოიმატოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 1 ივნისი +32°C, 2 ივნისი +33°C, 3 ივნისი +34°C, 4 ივნისი +35°C.