რუსთავში მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს

2019-05-31 23:35:09

რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე 30 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირების შემდეგ ცუდად გახდა და გონება დაკარგა.

ადგილობრივებმა 112-ში დარეკეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი აღნიშნულ მისამართზე დროულად მივიდა.

მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი გადარჩენა მოხერხდა.