ქალაქის მერი ჯარისკაცებს შეხვდა

2019-05-31 21:27:17

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს - კაპიტან ალექსანდრე ჯანიაშვილს, უფროს ლეიტენანტ გიორგი მუსელიანსა და კაპრალ დავით კვიწინაძეს შეხვდა.

ქალაქის მერმა ჯარისკაცებს რუსთავის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ხანძრის დროს გამოჩენილი გმირობისთვის მადლობა გადაუხადა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ირაკლი ტაბაღუამ სამაგალითო საქციელისთვის, სამხედროებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

42-ე ბატალიონის სამმა სამხედრო მოსამსახურემ, 26 მაისს, გამთენიისას, მეგობრობის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის დროს, პოლიციელებთან და მეხანძრეებთან ერთად, მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს და მცირეწლოვანი ბავშვები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

 

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს