საბავშვო აუზი ცენტრალურ პარკში

2019-06-01 11:00:00

რუსთავის ცენტრალურ პარკში, ბავშვებისთვის მოწყობილ მცირე ზომის აუზში მოცურავეებს უკვე შენიშნავთ.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბარში "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელი გიორგი გოროზია აცხადებს, საცურაო აუზში წყლის გამოცვლა სისტემატიურად ხორციელდება, უსაფრთხოების ნორმების დაცვას კი მიმდებარე ტერიტორიაზე დაცვის თანამშრომელი უზრუნველყოფს. გარდა ამისა, დაცვის თანამშრომელი აკონტროლებს არ მოხდეს საცურაო აუზში შინაური ცხოველების ჩაყვანა.

შეგახსენებთ, რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილი საცურაო აუზი მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.