როდის დაიწყება ბაღებში რეგისტრაცია

2019-06-02 10:21:34

რუსთავის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა მიღების მიზნით, ელექტრონული რეგისტრაცია 2019 წლის 14 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება.

"განცხადების საფუძველზე ბავშვების მიღებას ვაწარმოებთ 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით - 3 წლიანი ჯგუფი, 10 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით - 4 წლიანი ჯგუფი. განცხადების მიღება შესაძლებელი იქნება 09:00 საათიდან 18:00 ჩათვლით" - განაცხადა "ინფო რუსთავთან"  რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ეკა ხუციშვილმა.