ფასადების რეაბილიტაცია რუსთავში

2019-05-31 11:17:57

კოსტავას ქუჩაზე, ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტი, კოსტავას გამზირის #23-დან #36-ის ჩათვლით, საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტით გათვალისწინებულია საცხოვრებელ სახლებზე დაზიანებული აივნების აღდგენაც.

ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები, საცხოვრებელ სახლებზე ნალესის ჩამოფხეკვას ახორციელებენ.

აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 441 779 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების პირობების თანახმად კი კოსტავას გამზირზე საცხოვრებელი სახლების დარჩენილი ნაწილის ფასადების რეაბილიტაცია-აღდგენის პროცესი ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს.