ჰაერის დაბინძურება რუსთავში

2019-05-29 19:50:28

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

21, 22 და 24 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.ქუთაისში 1.1-ჯერ, 23 მაისს - ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე და ქუთაისში 1.1-ჯერ, 25 მაისს- ქუთაისში 1.6-ჯერ, რუსთავში 1.1-ჯერ ხოლო თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ. 26 და 27 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.