"ინფო რუსთავის" ობიექტივში რუსთავში პატრულ-ინსპექტორისთვის მოწყობილი სიურპრიზი მოხვდა. [ვიდეო/video]
29 მაისს, დაახლოებით 00:02 საათზე, მეგობორბის გამზირზე მოძრავმა "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გაჩერება სთხოვა.
მას შემდეგ, რაც ავტომობილები გაჩერდნენ, "ტოიოტას" მარკის ავტომანქანიდან ტორტით ხელში 2 გოგონა გადმოვიდა. ერთ-ერთმა გოგონამ პატრულის თანამშრომელს ტორტზე სანთლების ჩაქრობა სთხოვა და დაბადების დღე მიულოცა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ პატრულ-ინსპექტორს მოულოდნელი სიურპრიზი შეყვარებულმა მოუწყო.
რამდენიმე წამიანი შეხვედრა მალევე დასრულდა და პატრულის თანამშრომელმა განაგრძო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება.