დიოდური სანათების მონტაჟი

2019-05-29 14:19:39

რუსთავში რამდენიმე მისამართზე ახალი თანამედროვე დიოდური ტიპის სანათების მონტაჟი მიმდინარეობს.

"ჩვენ შევიძინეთ 50 ვატიანი 1000 ცალი სანათი, 80 ვატიანი 600 ცალი და 100 ვატიან 600 ცალ სანათზე გვაქვს ტენდერი გამოცხადებული, რასაც უახლოეს პერიოდში ველოდებით. ჯამში 2200 ცალი სანათი დამონტაჟდება.
ეს არის ეკონომიური დიოდური სანათი, აქვს ეფექტური განათება, არ ფუჭდება მარტივად, ამასთან ერთად მას მოყვება გარანტია 3 წელი.. ყველა ამ სიკეთესთან ერთად გარეგანათების ელექტრო ენერგიის ხარჯი 250 000 ლარამდე მცირდება "- განაცხადა გიორგი გოროზიამ.

მსგავსი ტიპის სამუშაოები 2020 წელსაც ჩატარდება, 3 000-მდე დიოდური ნათურა დამონტაჟდება, რაც ჯამში გარეგანათების ელექტრო ენერგიის ხარჯებს 40% შეამცირებს და ეს იქნება 500 000-დან 530 000 დარამდე.

სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრი" ასრულებს.