უბედური შემთხვევა ესპანეთში.
ტარაგონაში რუსთავიდან წასული ოჯახის დასვენება ტრაგედიით დასრულდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მცირეწლოვანი ბავშვები მამასთან ერთად ზღვის ნაპირზე იმყოფებოდნენ.
ესპანური მედიის ცნობით იყო ქარი და ტალღები, მოულოდნელად ტალღებმა ბავშვები წყლის სიღრმეში შეიყვანა.
ბავშვების მამამ წყლიდან ორი მცირეწლოვანის გამოყვანა მოახერხა, ხოლო მესამე კი დინებამ გაიტაცა.
მაშველებმა მალევე დაიწყეს 5 წლის გოგონას ძებნა, რამდენიმე წუთში, ნაპირიდან დაახლოებით 200 მეტრში მიაგნეს კიდევაც თუმცა მცირეწლოვანის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
"ინფო რუსთავი" მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.