ავარია მსხვერპლით დასრულდა

2019-05-28 10:31:13

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში მსხვერპლით დასრულდა.

აღმაშენებლისა და სულხანიშვილის ქუჩების კვეთაზე "ტოიოტას" და "ინფინიტის" მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შემდეგაც მიმართულება შეიცვალეს და გაჩერებაზე მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს შეეჯახნენ. ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.

შეჯახების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.