რუსთავის შემოსასვლელში გზა 2 კვირაა გადათხრილია

2019-05-28 09:46:23

რუსთავის შემოსასვლეში, გზა უკვე 2 კვირაა გადათხრილია.

"ინფო რუსთავს" არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებიც აღნიშნული მონაკვეთის დროულად მოწესრიგებას ითხოვენ.

აღნიშნულ ლოკაციაზე ძველი ხელოვნური შემაფერხებლის დემონტაჟი განხორციელდა და ამჟამად ახლის მონტაჟი უნდა განხორციელდეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 5 ივნისამდე დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის შემოსასვლელში ეგრედწოდებული მწოლიარე პოლიციელების სიმაღლე არ შეესაბამებოდა არსებულ სტანდარტებს, რის გამოც მოხდა მათი დემონტაჟი.