გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, VII მიკრო-რაიონში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა. ავარიის შემდეგ მძღოლმა მანქანა მიატოვა და მიიმალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, არსებული ინფორმაციით ავტომობილს სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა.