უნიკალური მცენარეები რუსთავში - "ნაირას ბაღი" [photo]

2019-05-26 18:22:03

რუსთავში, ყვავილების ბაღში, რომელიც ნუგზარ ძნელაშვილმა გააშენა, მისი მეუღლის ნაირა ძნელაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა, რომელსაც დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა.

ნუგზარ ძნელაშვილმა, გარდაცვლილი მეუღლის ნაირა ძნელაშვილის სახელის უკვდავსაყოფად, ყვავილების ბაღი გააშენა, რომლის განახლებული დიზაინის ნახვა ნებისმიერ მსურველს დღეიდან შეუძლია.

ყვავილების ბაღის გაშენება ნუგზარ ძნელაშვილმა მეუღლესთან ერთად დაიწყო, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ, ყველაფრის გაკეთება თავად მოუწია. ბაღი, მან მეუღლის სახელის უკვდავსაყოფად მოაწყო. საცხოვრებელი სახლის ეზოში გაშენებულ ბაღში, 100 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე ხარობს.

განახლებული ბაღის გახსნას ოჯახის მეგობრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები