დამოუკიდებლობის დღე რუსთავში [photo]

2019-05-26 12:49:53

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რუსთავში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი სპორტული და კულტურული აქტივობები მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან დაიწყო.

ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ სამხედრო ტექნიკა, რომელიც კოსტავას ქუჩაზეა გამოფენილი.

დღევანდელ საღამოს "დიჯეი" ირაკლი ფიფია დაასრულებს, მანამდე კი მერიის წინ დამონტაჟებულ სცენაზე ანსამბლ "სუხიშვილების" კონცერტი გაიმართება.

26 მაისის ღონისძიებისთვის რუსთავის ბიუჯეტიდან 31 000 ლარი დაიხარჯა.