17:00 საათიდან რუსთავის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. Flea Market-ის, ფარგლებში ახალგაზრდა სტარტაპერებს მიეცათ საშუალება საზოგადოებას თავიანთი ხელნაკეთი ნივთები შესთავაზონ.
ფესტივალი „ორბელიანი საქართველოს“, შვედეთის განვითარების სააგენტოსა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. "ეს არის ერთერთი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ახალგაზრდული ენერგიის მობილიზება მოახდინოს და ის გააკეთოს, რაც ახალგაზრდებს სჭირდებათ. ჩვენ ამჟამად გამოცხადებული გვაქვს იდეების კონკურსი და ვაპირებთ კიდევ არაერთი ინიციატივა დავაფინანსოთ", - განაცხადა ორგანზაცია ორბელიანის დირექტორმა ქეთი ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ პროექტი პირველად Outdoor Cinema-ს სახელით რუსთავში დაიწყო. ღონისძიების მთავარი ინსპირაციის წყარო გახდა ქალაქში უფუნქციო კინოთეატრი, რომელიც წლების განმავლობაში ახალგაზრდებისთვის პრობლემას წარმოადგენდა. მოხეტიალე კინოთეატრს დაგეგმილი აქვს მოგზაურობა ძირითადად ისეთ ადგილებში, სადაც დედაქალაქისგან განსხვავებით ახალგაზრდებს არ აქვთ შესაძლებლობა, ღია სივრცეში სასიამოვნოდ გაატარონ თავისუფალი დრო.
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერი "ინფო რუსთავი".