ტრენინგი მედია პლურალიზმის თემაზე [video]

2019-05-25 15:03:12

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, საინიციატივო ჯგუფი “იდეატორის” ორგანიზებით, მედია პლურალიზმის თემაზე ტრენინგ-სემინარი ჩატარდა. [ვიდეო/video]

ტრენინგ-სემინარს "ინფო რუსთავის" ხელმძღვანელი გიორგი ჩომახაშვილი უძღვებოდა.

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მარიამ ლაცაბიძეს თქმით, მედია პლურალიზმთან დაკავშირებით ახალგაზრდების დიდი ინტერესი იყო.

"ვცდილობთ, რომ გავიგოთ ახალგაზრდების საჭიროებები და იმის მიხედვით დავგეგმოთ ჩვენი ყოველდღიური განრიგი. ეს შეხვედრაც ემსახურებოდა იმას, რომ ახალგაზრდების მხრიდან იყო დიდი ინტერესი მედია პლურალიზმთან დაკავშირებით, უნდოდათ შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ამ სფეროში იყო გამოცდილი. მოვიწვიეთ გიორგი ჩომახაშვილი, რომელთანაც შეხვედრამ დისკუსიის რეჟიმში ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და ახალგაზრდებმა მიიღეს იმ კითხვებზე პასუხები, რაც ჰქონდათ" - განაცხადა მარიამ ლაცაბიძემ

შეხვედრას სხვადასხვა სკოლის 30-მდე მოსწავლე ესწრებოდა.


ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები