მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-05-24 18:46:11

25-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 25 მაისი +28°C, 26 მაისი +29°C, 27 მაისი +28°C, 28 მაისი +27°C.