რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მოსახლეობის ნაწილი გაზსადენი მილის დაზიანების გამო ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა როდის აღდება ბუნებრივი აირის მიწოდება. სოკარ ჯორჯია გაზის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მალე დასრულდება მილის აღდგენითი სამუშაოები. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს საღამოს საათებში, ან ხვალ დილით აღდგება.
კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" მომხმარებელს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ საცხოვრებელ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე: 16 114