24 მაისს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-05-23 20:04:07

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 14:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში დავით გარეჯის, გაგარინის, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ვარკეთილის მეურნეობაში.

11:00-დან 14:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნახიდური, სავანეთი, ხიდისყური, ხატისოფელი და მიმდებარე სოფლებში, დაბა კაზრეთში.

10:10-დან 18:00 საათამდე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვახტანგისი, ნაზარლო, ნაზარლო, ქესალო, თაზაქენდი.

11:00-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო კარაბულახი, გედაგდაღი, პირველი სალამალეიქი, უსეინქენდი, ახა და მიმდებარე სოფლებში.

11:30-დან 18:30 საათამდე - თეთრიყაროში ფარნავაზის, აღმაშენებლის, კეცხოველის, გურამიშვილის, ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩებზე.

15:00-დან 19:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლეჟბადინი, ალგეთი, პირველი და მეორე მეორე ქესალო, დიდი მუღანლო.

12:00-დან 17:00 საათამდე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხაჩკოვი, ახალშენი, ჩივთქილისა, სამადლო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.