როგორ გამოიყურება მგზავრთა მოსაცდელი [photo]

2019-06-01 23:05:56

რუსთავის რკინიგზის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების I ეტაპი დასრულდა.

პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა რკინიგზის მთავარი შესასვლელი, რომელიც მგზავრთა მოსაცდელად გადაკეთდა. მოწესრიგდა შესასვლლელის გარე ფასადი და განახლდა სველი წერტილები. მცირე დარბაზში, იფუნქციონირებს სალარო, ასევე განთავსდა სკამები.

რაც შეეხება რკინიგზის სადგურის დარჩენილ ნაწილს, რუსთავის რკინიგზის მმართველი კომპანიის ხელძღვანელის კობა ლაცაბიძის თქმით, კომპანია ამ ეტაპზე ინვესტორების მოზიდვის პროცესშია. მისივე ინფორმაციით, სადგურის ეს ნაწილი მგზავრებთან არანაირ შემხებლობაში არაა, ამიტომაც ინვესტორებს კომპანია ამ ნაწილის სურვილისამებრ მოწყობას სთავაზობს.

უკვე რეაბილიტირებული ადგილის გახსნა რამდენიმე კვირაშია დაგეგმილი, კობა ლაცაბიძის თქმით, მგზავრთა მოსაცდელში მხოლოდ რამდენიმე მცირე ტექნიკური დეტალის მოგვარებაა დარჩენილი.