სროლა XVII მიკრო-რაიონში [photo]

2019-05-23 00:35:17

სროლა XVII მიკრო-რაიონში, ერთმანეთს ფიზიკურად რამდენიმე მამაკაცი დაუპირისპირდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ჩხუბი ერთერთ რესტორანში მოხდა. კამათი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.

ჩხუბი რესტორნის გარეთაც გაგრძელდა, თვითმხილველები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ რომ ქუჩაში სროლის ხმაც ისმოდა. ნაცემია რამდენიმე მამაკაცი, მათ შორის რესტორნის დაცვის თანამშრომელი. 

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.