ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია

2019-05-22 11:49:22

#15 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლის ერთდროულად მოწამვლის მიზეზი სასმელი წყალი და ლობიანი არ გამხდარა.

ნიმუშებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელმა მირანგულა ლიპარტელიანმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ლობიანისა და სასმელი წყლის ნიმუშებზე ჩატარებულმა მიკრობიოლოგიურმა კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა, რაც ნიშნავს იმას, რომ ნიმუშები ყველანაირ სტანდარტს შეესაბამებოდა და მათი მიღება ჯანმრთელობისთვის უვნებელი იყო.

შეგახსენებთ, რუსთავში, #15 საჯარო სკოლაში 15-მა მოსწავლემ  ინტოქსიკაცია ერთდროულად მიიღო. როგორც მოსწავლეები აცხადებდნენ, თავი შეუძლოდ მას შემდეგ იგრძნეს, რაც სკოლის კაფეტერიაში ნაყიდი ლობიანი ჭამეს, თუმცა ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდების ინტოქსიკაციის მიზეზი სკოლაში არსებული სასმელი წყალი და ლობიანი ვერ გახდებოდა.