ოლიმპიური კომიტეტი რუსთავში

2019-05-21 19:41:21

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი რუსთაველ სპორტსმენებს შეხვდა.

ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა რუსთაველ მწვრთნელებს ომარ გუგეშაშვილს, ნინო გოგინაშვილს, ტარიელ ბლუაშვილს, ოთარ ხმელიძეს და ფიზკულტურის ორ მასწავლებელს ზურაბ ჩიტრეკაშვილს და ნანა ციციშვილს ოლიპიური კომიტეტის დიპლომები გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ვიქტორინა რომელშიც მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ვიქტორინაში გამარჯვებულებს საჩუქრად ჩემპიონების ავტოგრაფებით, საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედია გადაეცათ.

მაყურებელს მიეცა საშუალება დიდ ეკრანზე ოლიმპიურ ჩემპიონების შესახებ და რიოს ოლიმპიადაზე გადაღებული მცირე ზომის კლიპები ენახათ.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.