ხმაური საკრებულოს სხდომათა დარბაზში

2019-05-21 17:01:27

რუსთავის მეექვსე მოწვევის საკრებულოს #21 სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, არასამეწარმეო იურიდიული პირის ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა და ხმაური გამოიწვია.

რუსთავის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ხელმძღვანელმა ალეკო ბერიძემ განაცხადა, რომ სხდომაზე ბაღების მართვის სტრატეგიაზე არასრულყოფილი დოკუმენტი იყო წარმოდგინილი.

"ჩვენ თუ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვი 2-დან 6 წლამდე უნდა დადიოდეს ბაღში და 1600-მდე ბავშვი ვერ ხვდება და სტრატეგიაშიც კი არ არის გაწერილი უზრუნველყოფა როგორ და რანაირად უნდა მოხდეს, ეს არის ძალიან პრობლემური საკითხი. ძალიან ხშირად ისე ხდება, რომ ჩვენს ნათქვამ შენიშვნებზე, შემდგომ თვითონ შემოაქვთ იგივე საკითხები და იბრალებენ, დაიბრაონ, მაგრამ სწორედ გააკეთონ და ნუ ხარჯავენ რესურსს რომ ჩვენს წინააღმდეგ იმოქმედონ"- განაცხადა ალეკო ბერიძემ

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა განაცხადა, რომ: "არსებობს სტრატეგია, მათაც შეუძლიათ წარმოგვიდგინონ, მათი განცხადებები არ უნდა იყოს პოპულიზმზე ორიენტირებული, უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, რაც რა თქმა უნდა ჩვენც მოგვცემს საუშუალებას იმისა, რომ ერთად ვიმუშაოთ"

შეგახსენებთ, რომ სხდომაზე განსახილველად 21 საკითხი იყო წარმოადგენილი, რომლებიც განხილვის შემდგომ, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცდა.

"ძირითადი საკითხთაგან დავიწყებდი პიველი საკითხით, ეს იყო ბიუჯეტის შიდა ცვლილებებზე. მოგეხსენებათ, რომ არასდროს არ ყოფილა ამხელა ბიუჯეტი. ძირითადად მოგეხსენებათ, რომ ზრდა ინფრასტრუქტურის და სოციალური მიმართულებითაა. დაახლოვებით 18 მილიონი არის განსაზღვრული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვნად დაეტყობა რუსთავს. ასევე იყო სხვადასხვა სახის ტექნიკური საკითხები, რომელიც ისევ და ისევ რა თქმა უნდა ეფექტური მუშაობისთვის იყო საჭირო"- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა