რუსთავის წყლის ახალი სერვისი

2019-05-21 12:50:00

ჩაერთე რუსთავის წყლის SMS სერვისში და იყავი ინფორმირებული.

კომპანია რუსთავის წყალმა SMS სერვისზე გამარტივებული რეგისტრაცია დანერგა: სერვისში ჩასართავად მომხმარებელი მობილური ტელეფონიდან 90111-ზე აბონენტის ნომერს აგზავნის და მომენტალურად  რეგისტრირდება.

რუსთავის წყლის SMS სერვისში ჩართული აბონენტები მუდმივად ინფორმირებულები არიან კომპანიის ტექნიკური სამუშაოების შესახებ. გარდა ამისა, SMS სერვისში ჩართულ აბონენტებს შეუძლიათ ელექტრონული ქვითრის მიღება, სერვისზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომრის ან ელ.ფოსტის შეცვლა და დამატებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოთხოვნა.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ფეისბუქის და ცხელი ხაზის - 22 00 11 მეშვეობით.