მერიის თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ

2019-05-21 12:42:21

რუსთავის მერიის თანამშრომლების ნაწილს შრომითი ანაზღაურება გაეზარდებათ - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა განუცხადა.

თანამდებობრივი სარგო 10-დან 20%-მდე საფინანსო და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებს გაეზრდებათ. გაზრდილ ხელფასს მიიღებს მერიის იურიდიული განყოფილების უფროსიც.

ნინო ნიკოლავას განაცხადებით, ხელფასების მომატება, გაზრდილმა პასუხისმგებლობამ და შრომამ განაპირობა.

"იქიდან გამომდინარე, რაც ბიუჯეტი გაიზარდა, პასუხისმგებლობაა გაზრდილი, გაზრდილია შრომა, რომელიც მათ უწევთ. მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ საფინანსო სამსახურის თანამშრომლებს გაზრდოდათ ხელფასი. ეს არ ეხება რა თქმა უნდა სამსახურის უფროსს და სამსახურის უფროსის მოადგილეს. ხელფასი გაეზარდათ თანამშრომლებს, რომლებსაც უშუალოდ შეხება აქვთ ბიუჯეტის დაგეგმარებასთან, შესრულებასთან და გადარიცხვებთან."- განაცხადა ნინო ნიკოლავამ.