საქართველოს გამოკითხულთა მოსახლეობის 59% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა მოსახლეობის 59% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. აქ იგულისხმება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული - მთავარია მოაქვს თუ არა თქვენს საქმიანობას შემოსავალი.
თავს დასაქმებულად 41% მიიჩნევს.
59%-დან, ვინც თავს არ თვლის დასაქმებულად, 21% ამბობს, რომ უმუშევარია და ეძებს სამსახურს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.