რუსთავში, ციხის ღობის მშენებლობა სრულდება [photo]

2019-05-10 22:54:30

რუსთავში, ციხის ღობის მშენებლობა სრულდება.

ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობისთვის ტერიტორიის მოსწორება თებერვლის თვეში დაიწყო.

პირველ ეტაპზე სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენისგან გაიწმინდა ტერიტორია და დაიწყეს პერიმეტრის შემოღობვა.

დასახლებაში სასჯელ აღსრულების დაწესებულების მშენებლობას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.

იყო საუბარი რომ შესაძლოა ციხის შენობები და ღობეც კი ოდნავ მოშორებით გადაეტანათ თუმცა დღეს არსებულ ღობეს გარშემო, 5 მეტრის დისტანციაზე ახალი ღობე შემოავლეს რის შემდეგაც საცხოვრებელ კორპუსებსა და ციხის ღობეს შორის მანძილი კიდევ უფრო შემცირდა.

სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ მეორე ღობის გაკეთების საჭიროება იმიტომ გახდა რომ, პირველ ღობეს აქვს ბასრი დეტალები, რის გამოც შესაძლოა ვინმე დაზიანებულიყო, მეორე ღობე კი იქნება ჩვეულებრივი ლითონის ბადის ტიპის რაც მთავარ ღობესთან მიახლოებას შეზღუდავს.

კომპანიაში აცხადებენ რომ ციხის ღობის მშენებლობის სამუშაოები 10 დღეში დასრულდება.

შეგახსენებთ რომ ციხის ღობის მშენებლობისთვის და ტერიტორიის მოსწორებისთვის იუსტიციის სამინისტრომ 3 000 000 ლარი გამოყო.