ახალგაზრდა რუსთაველი ქალი თამარ ნეფარიძე იტალიაში, ქალაქ ტრენტოში ტბაში გაყინული იპოვეს.
გარდაცვლილს რამდენიმე დღის წინ 40 წელი შეუსრულდა და სწორედ საკუთარი დაბადების დღის შემდეგ გაუჩინარდა. დაღუპულის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სამსახურში არ გამოცხადდა. მას ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბოლოს კი პოლიციამ მობილური ტელეფონის ჯიპიესით მიაკვლია. როგორც "ინფო რუსთავს" დაღუპული ქალის ნაცნობებმა განუცხადეს, მას პირადი პრობლემები ქონდა და დამამშვიდებელ მედიკამენტებს იღებდა.
მომხდარი ამბის შესახებ ინფრომაციას სოციალურ ქსელში დაღუპული ქალის მეგობრები ავრცელებენ, მათი ინფორმაციით ეს იყო სუიციდი.
გარდაცვლილის ჩამოსვენების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.