რუსთავში, მეტალურგიის ქარხნის ფოლადსადნობი საამქროს თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ.
საამქროს 400 თანამშრომელი ხელფასის 50%-ით გაზრდას მოითხოვს.
ამ დროისთვის ქარხნის ადმინისტრაცია მუშებთან ჯერ არ მოსულა თუმცა "ინფო რუსთავი"-სთვის ცნობილი გახდა რომ "ქართული ფოლადი"-ს ხელმძღვანელობა თანამშრომლებს ხელფასის 25% ზრდას შესთავაზებს