რუსთავში, თითქმის ყველა უბნის ეზოში, ფანჩატურები ე.წ. ბესეტკებია მოწყობილი.
ზოგი წლებია არსებობს, ზოგი კი ახლახან, მოსახლეობის ნაწილმა, საკუთარი გემოვნებითა და ფინანსური ხარჯებით ააშენა.
ეს არის ადგილი სადაც, მოსახლეობა საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს თავს იყრის, საუბრობს და თავისუფალ დროს ერთობა სხვადასხვა თამაშებით.
"ინფო რუსთავი" წარმოგიდგენთ, ფოტორეპორტაჟს რუსთავის სხვადასხვა უბნის ეზოებიდან, სადაც აღნიშნული ფანჩატურების მდგომარეობაა აღბეჭდილი.