რუსთავში, თბილისის ქუჩაზე ხელოვნური შემაფერხებლების 4 ლოკაციაზე გაკეთდა.
აღნიშნულ ლოკაციებზე ეგრედწოდებული "ბიგაროკი" მაღალი იყო რის გამოც მძღოლები პროტესტს ხშირად გამოთქვამდნენ. სიმაღლეში შემცირებისთვის, 4 ბარიერის დემონტაჟი მოხდა თუმცა ის სტანდარტებს ისევ არ აკმაყოფილებდა და "რუსთავსერვის ცენტრმა" შესრულებული სამუშაოები დაიწუნა, რის გამოც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესრულება თავიდა, საკუთარი ხარჯებით მოუწია.