როდის ჩაირთვება რუსთავში შადრევნები

2019-05-18 16:54:56

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული შადრევნები 24 მაისს ჩაირთვება.

როგორც "რუსთავსერვის ცენტრის" ხემძღვანელმა გიორგი გოროზიამ განაცხადა, შადრევნები ქალაქში 24 მაისიდან სექტემბრის ბოლომდე იფუნქციონირებს. 

გოროზიას ინფორმაციით, უკვე დასრულდა ავზების გაწმენდითი სამუშაოები.

შადრევნებთან "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომელები იქნებიან მობილიზებული, რომელებიც როგორც შადრევნების მუშაობის, ისე უსაფრთხოების ნორმების დაცვის პროცესს გააკონტროლებენ. 

შეგახსენებთ, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაახლოებით 10 შადრევანი ფუნქციონირებს.