რუსთავში ლიბერთი ბანკში ინციდენტი მოხდა

2019-05-17 16:31:06

ინციდენტი რუსთავში.

რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე არსებულ ლიბერთი ბანკში უცნობი მამაკაცი შევიდა და ბანკის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცი სოციალური სამსახურიდან ჩარიცხული ფულადი დახმარების აღებას ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა რომ მას აღნიშნული დახმარება უკვე აღებული ჰქონდა.

სიტუაციაში გარკვევის და ბანკის თანამშრომლების მხრიდან უარის მიღების შემდეგ შუახნის მამაკაცმა ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ადგლზე დაცვის პოლიცია და საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

სიტუაცია სამართალდამცველებმა მალევე განმუხტეს.