რუსთავის საჯარო სკოლებში ბოლო ზარი რამდენიმე დღეში დაირეკება.
მე-12 კლასელები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. სკოლის მოსწავლეების ინიციატივით, ცენტრალურ ქუჩებში ავტომანქანებით მსვლელობაც ეწყობა. ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით კი საპატრულო პოლცია ბოლო ზარის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ საჯარიმო სანქციები განხორციელდება.