მეტალურგიული ქარხნის მუშების ნაწილი გაიფიცა [video]

2019-05-16 10:54:49

რუსთავში, "ქართული ფოლადი"-ს ქარხნის თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. [ვიდეო/video]

მუშებმა აქცია ქარხნის შესასვლელთან გამართეს, მათი მოთხოვნებია ხელფასის გაზრდა, მეოთხე სმენის დამატება და ზოგადად შრომის პირობების გაუმჯობესება.

აქციის მონაწილეებს საწარმოს ხელმძღვანელობა შეხვდა თუმცა მათ შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.

წვრილსორტული საამქროს თანამშრომლები აქციებს აგრძელებენ, ქარხნის ხელმძღვანელობა კი მათი მოთხოვნების განხილვისთვის 1 დღეს ითხოვს.

დეტალები ნახეთ ვიდეოში.