მშენებლობაზე გარდაცვლილი მამაკაცი რუსთაველია

2019-05-16 00:58:04

თბილისში, კოსტავას გამზირზე მომხდარ შემთხვევას რუსთაველი მამაკაცი, 49 წლის გია ჭედლიძე ემსხვერპლა.

"ინფო რუსთავმა" გაარკვია რომ გია ჭედლიძე რუსთავში, შარტავას გამზირზე ძმასთან ერთად ცხოვრობდა და წლებია სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა.

ჩვენთან საუბარში გარდაცვლილის ძმა აცხადებს რომ მათ სამშენებლო კომპანიასთან არანაირი პრეტენზიები არ აქვთ და რომ ეს იყო უბედური შემთხვევა.

შეგახსენებთ რომ უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა, მამაკაცი მე-15 სართულიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.