საქველმოქმედო რბოლა რუსთავში.

2017-03-12 17:28:20

რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე საქველმოქმედო რბოლა გაიმართა. წყვილთა რბოლაში 50-მდე ავტომრბოლელი მონაწილეობდა. ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. აქციის ორგანიზატორები შემოსული თანხით 9 წლის ზურა პაპიაშვილს დაეხმარნენ, რომელსაც ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციისთვის თურქეთში გადაყვანა ესაჭიროება. ორგანიზატორების  განცხადებით, მსგავსი ღონისძიება ივლისის თვეშიც გაიმართება.