საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე საძინებელში გარდაცვლილი ნახეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის გოგოს ძალადობის ნიშნები აღენიშნება. მას დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული.
უცხოური მედიის ცნობით, გოგონას გუშინ შუადღის შემდეგ ეძებდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ გოგონა საძინებელში გაგუდეს. 29 წლის გოგოს 2 შვილი დარჩა.