რუსთავის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა წელს ფიტოსანიტარიაში არსებული უახლოესი მეთოდების გამოყენებით მოხდება. ამის შესახებ ინფო რუსთავს რუსთავსერვის ცენტრში განუცხადეს.
"რუსთავსერვის ცენტრი" ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხე-მცენარეების შეწამვლის სამუშაოებს სავარაუდოდ 20 მაისიდან დაიწყებს. პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე არსებული შავი ფიჭვის ხეები შეიწამლება. შეგახსენებთ, რომ რუსთავში განაშენიანებული შავი ფიჭვის ხეები დაავადებული აღმოჩნდა. ხეებს სოკოვანი დაავადება გამოუვლინდა.
სანიტარიულ ღონისძიებებს "რუსთავსერვის ცენტრი" "სურსათის ეროვნული სააგენტოს" წარმომადგენლებთან ერთად განახორციელებს.
შავი ფიჭვი რუსთავში დაარსების დღიდან არსებობს, ხე-მცენარეები ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაზეა დარგული.