რუსთავში სეზონური ყვავილები ირგვება [photo]

2019-05-15 15:59:20

ქალაქში, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, ლეონიძის სკვერში "რუსთავსერვის ცენტრის" სასათბურე მეურნეობაში გამოყვანილი სეზონური ყვავილები –"ტაგეტესი" " ცინია" და "სალვია"  დაირგო.

რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა, სეზონური ყვავილები  წრიულ მოედნებზეც დარგეს, ასევე განახლდა საყვავილე კლუმბებიც. არსებული საყვავილეები განსხვავებული ორნამენტული დიზაინით განახლდა.

შეგახსენებთ, რომ გამწვანებული ტერიტორიების მოვლა – პატრონობას საკუთარი რესურსით რუსთავსერვის ცენტრი უზრუნველყოფს.

ქალაქში გამწვანების სამუშაოები აპრილის თვეში დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება.