ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება

2018-08-16 22:45:33

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო სადაც ჩანს რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს აცვიათ რუსეთის დროშის ფერებში გაწყობილი მაისური და რომელზეც ძამბოლატ თედეევის ფოტოა გამოსახული.

ფოტოზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები, მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილს, ზურაბ იაკობიშვილი და ნაკრების თავკაცი გიორგი იანტბელიძე.

აღნიშნულ თემაზე კომენტარისთვის "ინფო რუსთავი" საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას დაუკავშირდა სადაც განაცხადეს რომ საკითხში გარკვევას ცდილობენ და ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

შეგახსენებთ რომ ძამბოლატ თედეევი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატია.

RUSTAVI