ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

2022-11-27 11:24:22

გონიოს ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.  

არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი კაცი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.