გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა

2020-04-09 13:38:59

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა.

"ყველაფერი შესაძლებელია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე. ან პირიქით. ჩვენი ძირითადი ამოცანაა ადამიანების ჯანმრთელობა",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეპიდემიოლოგები ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკს აპრილის მეორე ნახევრიდან მაისის დასაწყისისთვის ელიან.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს და 21 აპრილს სრულდება.

31 მარტიდან კი გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.